ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი ესტონეთის სანქციაზე - ეს არის საინფორმაციო ხმაური - ასე კვირაგამოშვებით უნდათ, რომ მისცენ საკვები თავის თანამემიტინგეებს

შალვა პაპუაშვილი ესტონეთის სანქციაზე - ეს არის საინფორმაციო ხმაური - ასე კვირაგამოშვებით უნდათ, რომ მისცენ საკვები თავის თანამემიტინგეებს

ეს არის საინფორმაციო ხმაური - ასე კვირაგამოშვებით უნდათ, რომ მისცენ საკვები თავის თანამემიტინგეებს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას შეეხებოდა, რითაც მათ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმეს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას ესტონეთის ეს გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია.
„ეს არის საინფორმაციო ხმაური. გადაწყვეტილება. რომელიც იქნა მიღებული ორი თვის წინ. ასე კვირაგამოშვებით უნდათ, რომ მისცენ საკვები ანუ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საკვები თავის თანამემიტინგეებს. გახსოვთ, რომ ის მონაწილეობდა „ენჯეო“ და რადიკალურ ოპოზიციასთან ანტიქართულ აქციაში. ასე რომ, მისი მხრიდან ეს ნაბიჯები გასაკვირი არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამის ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.