შალვა პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიას არაფერი შეეტყო ფიზიკურად, რომ იშიმშილა, ქვეყანასაც არაფერი შეეტყო და ოპოზიციასაც არაფერი შეეტყო – სადაც იყვნენ 3 დღის წინ, იქ არიან დღესაც

არ მგონია, [ელენე ხოშტარიას შიმშილობას] რაიმე შეეცვალა, მასაც არაფერი შეეტყო ფიზიკურად, რომ იშიმშილა, ქვეყანასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა და ოპოზიციასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა. სადაც იყვნენ 3 დღის წინ, იქ არიან დღესაც, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მიიღებს 8 პარტია მონაწილეობას, მიიღებს სხვა 20 პარტია.
„არ მინდა, რომ შემეშალოს რამდენი პარტია იღებდა მონაწილეობას ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, იქნებოდა ალბათ 30-მდე. გუშინ თქვეს, რომ 8 პარტია ვართო, ვინც მონაწილეობას არ მივიღებთო. კოალიცია კიდევ ერთხელ დაშალეს, რომ გაებევრებინათ. ხან ერთად ახსენებენ კოალიციებად. როცა რაოდენობა სჭირდებათ, დაშლიან და ცალ-ცალკე პარტიად ასახელებენ. 8 თუ არ მიიღებს, 20 მიიღებს. ამას საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს არჩევნებთან. მათი სურვილი და გადაწყვეტილებაა, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. ქართველი ხალხი ოქტომბერში გამოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ექნება შესაბამისი არჩევანი და ამ არჩევანს გააკეთებს.
[ელენე ხოშტარიას შიმშილობას] არ მგონია რაიმე შეეცვალა, მასაც არაფერი შეეტყო ფიზიკურად, რომ იშიმშილა, ქვეყანასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა და ოპოზიციასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა. სადაც იყვნენ 3 დღის წინ, იქ არიან დღესაც. ერთადერთი რაც შეიცვალა არის, რომ გვაქვს ახალი მსოფლიო რეკორდი შიმშილობის დღეების მიხედვით – 2 დღე იშიმშილა ადამიანმა და გვაქვს მეორე პარადოქსი, რომ ოპოზიციამ ოპოზიციას გამოუცხადა შიმშილობა. ამ მხრივ ალბათ მოვხვდებით მსოფლიო „ჰედლაინებში“.
შიმშილობის გამოცხადება და საკუთარი სიცოცხლის შანტაჟით სხვების იძულება არის არაეთიკური. ამის ახსნას ვცდილობდი გერმანიის ელჩისთვის, რომ არაეთიკურია, როცა ადამიანი აშანტაჟებს სხვას საკუთარი სიცოცხლით და არაეთიკურია, როცა ამ შანტაჟს შემდეგ სოლიდარობას უცხადებ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და მასთან ერთად გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს. მანამდე კი, რვა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და უარი თქვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად

პატრიარქი შიო – მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად, იმის მაგივრად, რომ იყოს ლოცვითი განწყობა, არის შფოთი, აურზაური და შიში – ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით

სიმონ ჯანაშია: გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა!