ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე – როცა არ გაქვს არგუმენტი, დაუძახე ოპონენტს რუსი – აკერმანის სახელმძღვანელოდან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ევროკომისიის პრესსპიკერის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერის განცხადებას, რომლის თანახმად, „საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ეწევა“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
პაპუაშვილის შეფასებით, ჰიპერის განცხადება „აკერმანის სახელმძღვანელოდან” არის.
„როცა არ გაქვს არგუმენტი, დაუძახე ოპონენტს რუსი – აკერმანის სახელმძღვანელოდან“, – წერს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ეწევა”.
ანიტა ჰიპერის შეფასებით, ეს არის პროპაგანდა რუსული სახელმძღვანელოდან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე „დეზინფორმაციის გავრცელებასა და ჩვენს ელჩზე თავდასხმებს ეხება, რომელსაც ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს“.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”