შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პოსტსაბჭოთა მთავრობების მხრიდან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, კითხვა, რომელსაც ამომრჩეველთა 54%-მა გასცა პასუხი, ახლა უკვე ყველა მოქალაქისთვის ისმის – გვინდა ვმართოთ, თუ გვინდა გვმართონ?

ევროკავშირის პოსტსაბჭოთა მთავრობების მხრიდან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, კითხვა, რომელსაც ამომრჩეველთა 54%-მა გასცა პასუხი, ახლა უკვე ყველა მოქალაქისთვის ისმის – გვინდა ვმართოთ, თუ გვინდა გვმართონ?- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ევროკავშირის პოსტსაბჭოთა მთავრობების მხრიდან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, კითხვა, რომელსაც ამომრჩევლების 54%-მა 26 ოქტომბერს გასცა პასუხი, ახლა უკვე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ისმის: გვინდა ვმართოთ, თუ გვინდა რომ გვმართონ?”, – წერს პაპუაშვილი და აზიარებს “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, მცხეთაში სიტყვით გამოსვლის ამსახველ ვიდეოს, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებსა და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს შორის ტოლობის ნიშანს სვამს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს