ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა და გადასცა ხელისუფლების მანდატი „ქართულ ოცნებას“

შალვა პაპუაშვილი - დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა და გადასცა ხელისუფლების მანდატი „ქართულ ოცნებას“

4 წელიწადში ერთხელ დგება მომენტი, როდესაც ხალხს აქვს ძალაუფლების მანდატი და იღებს გადაწყვეტილებას, ვის გადასცეს ეს მანდატი. დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა და გადასცა ხელისუფლების მანდატი „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში მოწყობილ ღონისძიებაზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა განვლილ წლებთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიიღო. ამისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
„ყველას გილოცავთ ამ შედეგს. მძიმე 2,5 წელიწადი გავიარეთ თქვენთან ერთად. 4 წელიწადში ერთხელ დგება მომენტი, როდესაც ხალხს აქვს ძალაუფლების მანდატი და იღებს გადაწყვეტილებას, ვის გადასცეს ეს მანდატი. დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, თქვა იმ განვლილ 4 წელთან დაკავშირებით, რომელიც ასე რთულად გამოგვატარა ზოგიერთმა, თქვა იმ 2,5 წელიწადთან დაკავშირებით, რომელიც ასე რთულად გამოგვატარა ზოგიერთმა. თქვა ყველაფერი, აწონა, შეაფასა და მიიღო გადაწყვეტილება და გადასცა ხელისუფლების მანდატი "ქართულ ოცნებას". მადლობა ქართველ ხალხს, მადლობა ყველა ჩვენს მხარდამჭერს ამ დიდი ნდობისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.