შალვა პაპუაშვილი დღეს, პარლამენტის სხდომაზე ანგარიშით წარდგება

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოვა.
დეპუტატები პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას დღევანდელ სხდომაზე მოისმენენ.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას ისმენს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.
დისკუსია კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება კითხვა-პასუხი და სიტყვით გამოსვლები.
სხდომაზე შალვა პაპუაშვილის მოსმენის გარდა, სხვა საკითხების განხილვა დაგეგმილი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო