არქივი20 თებერვალი, 2024, 09:41
შალვა პაპუაშვილი და”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრები NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს წინასაარჩევნო გარემო, საარჩევნო კანონმდებლობა, „ქართული ოცნების“ შეფასებები და მოლოდინები არჩევნებთან დაკავშირებით, აგრეთვე, პარტიის წინასაარჩევნო გეგმები.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.