შალვა პაპუაშვილი – დამნაშავის შეფარება ევროპული ღირებულება არ არის – არ დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვაში დამნაშავედ ცნობილი დავით კეზერაშვილი თავს ევროკავშირს აფარებს

როდესაც ევროპულ ღირებულებებზე იქნება საუბარი, არ დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვაში დამნაშავედ ცნობილი დავით კეზერაშვილი თავს ევროკავშირს აფარებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, დამნაშავის შეფარება არ არის ევროპული ღირებულება, როგორც ეს ქართველებს გვესმის.
„როდესაც ევროპულ ღირებულებებზე იქნება საუბარი, არ დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვაში დამნაშავედ ცნობილი დავით კეზერაშვილი თავს ევროკავშირს აფარებს.
მისივე აღიარებით, ჯარისთვის მოპარული ფულით, საქართველოში ის პარტიებს, ენჯეოებს და მედიას აფინანსებს.
დამნაშავის შეფარება არ არის ევროპული ღირებულება, როგორც ეს ქართველებს გვესმის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე – გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე და ასევე, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები

მაია ბუწაშვილი: „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში – სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს, რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული