შალვა პაპუაშვილი დავით ხაჯიშვილს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს „ქართველი იანუკოვიჩი“ უწოდა – ქართველი კი არა, ნამდვილი იანუკოვიჩი, თქვენი პარტიის ლიდერი სააკაშვილი ზის ციხეში, ნამდვილი უკრაინელი იანუკოვიჩი

ნამდვილი უკრაინელი იანუკოვიჩი, თქვენი პარტიის ლიდერი სააკაშვილი ზის ციხეში, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, დავით ხაჯიშვილს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ქართველი იანუკოვიჩი უწოდა.
პაპუაშვილის ამ განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.
„ქართველი კი არა, ნამდვილი იანუკოვიჩი, თქვენი პარტიის ლიდერი სააკაშვილი ზის ციხეში, ნამდვილი უკრაინელი იანუკოვიჩი. ნამდვილი. თქვენი ლიდერი არის ნამდვილი, თან უკრაინელიც არის. უკრაინელი ლიდერი გყავთ,“ – მიმართა პაპუაშვილმა ხაჯიშვილს.
ცნობისთვის, მანამდე, ენმ-ს დეპუტატმა უმრავლესობას მიმართა, რომ მათ მხოლოდ ქართველი იანუკოვიჩის, ს ესმით.
„რა აუცილებლობა არის, რომ თქვენ დღეს მიიღოთ „რუსული კანონი“? ამ კანონით ჩვენ ვერ შევალთ ევროკავშირში. რატომ არ გესმით არც ჩვენი ხალხის, არც ჩვენი მეგობრების და მარტო გესმით ბიძინა ივანიშვილის, ქართველი იანუკოვიჩს?,“ – განაცხადა ხაჯიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ