ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - დადგება ოქტომბერი და ისე მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მზე მაღლა იქნება - უმჯობესი იქნება, თუ ექსტრემისტული პარტიები არჩევნებზე არ გამოვლენ

შალვა პაპუაშვილი - დადგება ოქტომბერი და ისე მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მზე მაღლა იქნება - უმჯობესი იქნება, თუ ექსტრემისტული პარტიები არჩევნებზე არ გამოვლენ

უმჯობესი იქნება, თუ ექსტრემისტული პარტიები არჩევნებზე არ გამოვლენ - ეს მისცემს ქართულ დემოკრატიას საშუალებას, რომ სრული დემოკრატიული გადატვირთვა მოხდეს და ყველანაირი ექსტრემისტული პოლიტიკურ დაჯგუფება ჩამოსცილდეს ქართულ პოლიტიკას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიცია, საკუთარი განცხადებების მიუხედავად თვითმმართველობისა არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„დადგება ოქტომბერი და ისე მიიღებენ მონაწილეობას, მზე მაღლა იქნება და ასეც მოხდება. უმჯობესი იქნება თუ ექსტრემისტული პარტიები არჩევნებზე არ გამოვლენ. ეს მისცემს ქართულ დემოკრატიას საშუალებას, რომ სრული დემოკრატიული გადატვირთვა მოხდეს და ყველანაირი ექსტრემისტული პოლიტიკურ დაჯგუფება ჩამოსცილდეს ქართულ პოლიტიკას. პირველი კარგი ნაბიჯი გადადგეს იმით, რომ საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს და ეს რა თქმა უნდა, დავუკმაყოფილეთ. ამით საქართველოს პარლამენტი დიდწილად გათავისუფლდა რადიკალური და ექსტრემისტული პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომლებიც იმართებიან გარედან. დარჩენილია გახარიას მარგინალური ჯგუფი, იმედია, ისინიც გავლენ პარლამენტიდან. სხვებიც თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ესეც კარგი იქნება, რადგან ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტს სჭირდება გადატვირთვა ექსტრემისტული, რადიკალური და ეროვნული ინტერესების მოღალატე ჯგუფებისგან“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.