– გილოცავთ ძველით ახალ წელს და კალანდას!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მოქალაქეებს ძველით ახალ წელს – კალანდობას ულოცავს და სოციალურ ქსელში ანსამბლი „ბათუმის“ ძველი თაობის მოცეკვავეების ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს მათ მოძრაობაში წარსული, აწმყო და მომავალი ერთიანდება, რადგან უკვდავია ის, რაც ქმნის მათ სამყაროს და სამყაროსადმი მათ დამოკიდებულებას.
„სულის ზეიმი, მოყვასის სიყვარული, სამშობლოსადმი თავდადება, მარადიული ტარიელობა და ავთანდილობა, როკვაში განფენილი მარადისობა. ძველები! რა სიდიადეა ამ ჭარმაგი კაცების ქართულ ერთობაში, ენით უთქმელი და მართლაც მისტიური. რა თქმა უნდა, დრო უდროოა, „ძველები“ კი პირობითი ზედსართავია, რადგან უყურებ და არავინ გეგულება მათზე უფრო დღევანდელი, უფრო ახალგაზრდა და გულზვიადი. წარსული, აწმყო და მომავალი – ყველაფერი ერთიანდება მათ მოძრაობაში, თვალებსა და შეძახილში, რადგან უკვდავია ის, რაც ქმნის მათ სამყაროს და სამყაროსადმი მათ მიმართებას. მადლობა თქვენ, ანსამბლ „ბათუმის“ ძველი თაობის მოცეკვავეებს ამ ამაღლებული წუთებისთვის! ამ სულისკვეთებით იქცევა ძველი მარადიულად, ამ იმედით შემოდის ჩვენში კალანდა ყოველ ძველით ახალ წელს და ასე იქნება მუდამ.
გილოცავთ ძველით ახალ წელს და კალანდას!” – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: გუნდის სიმღერის დროს ბავშვის დავარდნასთან და სხვათა მიერ ამ ამბის იგნორირებასთან დაკავშირებით ბევრმა წაიმძღვარა გალაკტიონის მართლაც მშვენიერი და ფეერიული ლექსი…

პოლონელი ევროპარლამენტარი – ქართველ პროევროპელ დემონსტრანტებს ევროპული მომავლის მოთხოვნის გამო სასტიკად სცემენ და აწამებენ – ივანიშვილისა და ამ რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მეტი სანქციებია საჭირო

ნინო ჯღარკავა: 4 წლის წინანდელი ფაქტია, სამივე პოლიციელი დაკავებულია, ასე რომ 2022 წელს სულხან თამაზაშვილი არ ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრი და არც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე! დაეშვა ფარდა, პკ!