შალვა პაპუაშვილი გივი თარგამაძის სუს-ში გამოკითხვაზე: სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ მერე როგორ მდგომარეობაში არიან

„სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ მერე როგორ მდგომარეობაში არიან. ღალატს აქვს თავისი მორალური ზღვარიც. ადამიანი, მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში, სოცქსელებით გაგულიანებული, თავი ჰგონია, რომ არის რაღაცნაირად უმრავლესობის ხმის გამჟღერებელი.
საქმე საქმეზე რომ მიდგება, გამოჩნდება, რომ არიან ჩვეულებრივი ჭორიკანები, თან მოღალატე ჭორიკანები და თან მოღალატე ჭორიკანები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. როგორი გონორით გამოდიან ხოლმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ბევრი ვნახეთ. არ ვიცი რა სათქმელი აქვთ, რით შევა და რით გამოვა, მაგრამ ეს ნანახი გვაქვს უკვე. მნიშვნელოვანია და მივესალმები იმას, რომ უსაფრთხოების სამსახური ასე აქტიურად იბარებს ყველას“, — ამბობს შალვა პაპუაშვილი გივი თარგამაძის სუს-ში გამოკითხვაზე მისვლის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია