ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი „გახარია საქართველოსთვის“ წევრებზე - რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის კმაყოფაზე უსაქმურ დეპუტატებს პარლამენტში ვერ გავაჩერებთ

შალვა პაპუაშვილი „გახარია საქართველოსთვის“ წევრებზე - რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის კმაყოფაზე უსაქმურ დეპუტატებს პარლამენტში ვერ გავაჩერებთ

რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის კმაყოფაზე უსაქმურ დეპუტატებს ჩვენ პარლამენტში ვერ გავაჩერებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებთან დაკავშირებით განუცხადა.
„იმ 12 დეპუტატს, რომელიც დეკემბრიდან მოყოლებული „შატალოზეა“ და იღებს პარტიულ დაფინანსებას, მიუხედავად იმისა, რომ თითი თითზე არ დაუკარებია საქართველოს პარლამენტში მუშაობის მხრივ, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის კმაყოფაზე უსაქმურ დეპუტატებს ჩვენ პარლამენტში ვერ გავაჩერებთ. შესაბამისად, უფლებამოსილება შეუწყდება ამ თორმეტეულს.
ვინაიდან სია არაა ჩახსნილი, რა თქმა უნდა, შემდეგ 12-ს ექნება შანსი, რომ ქართველ ხალხს დაანახოს საერთოდ რაიმეს გაკეთებას აპირებენ თუ არა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.