შალვა პაპუაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და UNICEF-ს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა UNICEF-ის მიერ საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში.
„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პარლამენტის მიერ მიღებულ ბავშვის უფლებათა კოდექსზე, რომელიც იესპერ მოლერის თქმით, ბავშვთა უფლებების მაღალ სტანდარტებს აწესებს და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. აღინიშნა პარლამენტის დიდი როლი კოდექსის განხორციელებაზე ზედამხედველობის პროცესში.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებები და პრიორიტეტები. შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია UNICEF-მა აქტიურად ითანამშრომლოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საბჭოსთან.
შალვა პაპუაშვილმა იესპერ მოლერს მის საქმიანობაში წარმატება უსურვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ