შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის ნაცვლად თავქარიანი აქტივიზმით არის დაკავებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბრიუსელი „თავქარიანი აქტივიზმით არის დაკავებული“.
კერძოდ, შალვა პაპუაშვილი ეხმაურება Politico-ს მიერ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უარს ამბობს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთან შეხვედრაზე.
„ასე ხდება, როდესაც ბრიუსელი პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის ნაცვლად თავქარიანი აქტივიზმით არის დაკავებული”, – წერს შალვა პაპუაშვილი.
Politico-მ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უარს ამბობს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთან ორმხრივ შეხვედრებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია