შალვა პაპუაშვილი – ახლაც სხედან ციხეში ცეცხლაძე და მსგავსი ტერორისტები, 90-იანი წლებიდან პირველად, ვირტუალური ომი დაგვიდგეს – ევროკავშირის ელჩს ვერ დავაცდევინეთ დაგმობა, იციან, რა მომენტშიც დაგმობენ ძალადობას, დაგმობენ საკუთარ ქმედებებს

ვხედავდით, როგორ მიდიოდა პარლამენტის შენობაზე შტურმი, როგორ სცადეს პარლამენტის გადაწვა. 90-იანი წლებიდან პირველად, ქუჩაში დაგვიდგეს ფაქტობრივად ვირტუალური ომი და 35 წლის თავზე, სცადეს პარლამენტის ხელახლა გადაწვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირის ელჩს „დღემდე ვერავინ დააგმობინა ძალადობა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი“.
„თავისთავად, ვხედავდით პირდაპირ ეთერში, ყველა მოქალაქე ვაკვირდებოდით მათ ქმედებებს, გახსოვთ, რომ მაშინ ჩატარდა ჩხრეკები პარტიის თუ სხვადასხვა ორგანიზაციების ოფისებში, საიდანაც ამოღებული იქნა მოლოტოვების კოქტეილები და ა.შ. ახლაც სხედან ციხეში და სასჯელს იხდიან ცეცხლაძე და მსგავსი ტერორისტები, რომლებიც პირდაპირ გეგმავდნენ და ინსტრუქციებს გასცემდნენ როგორ უნდა მოაწყონ ბარიკადები, თავდასხმა როგორ განახორციელონ, როგორ უნდა კოორდინირდნენ – ჯგუფები ჩამოაყალიბეს. ჩვენ ამას ვხედავდით პარლამენტის შენობაზე როგორ მიდიოდა შტურმი, როგორ სცადეს პარლამენტის გადაწვა, 90-იანი წლებიდან პირველად, ქუჩაში დაგვიდგეს ფაქტობრივად ვირტუალური ომი და 35 წლის თავზე სცადეს პარლამენტის ხელახლა გადაწვა. ამას ტაშს უკრავს დღესაც ზოგიერთი უცხოელი. ამ ძალადობრივი აქციის ფოტოებს ტირაჟირებს მათ შორის, ევროკავშირის საელჩო სხვადასხვა ღონისძიებაზე და ამ ძალადობას აცხადებენ მისაბაძად. ამიტომ არის, რომ დღემდე, ევროკავშირის ელჩს ვერავინ დააცდევინა დაგმობა ამ ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმისა. ამიტომ ვერ დავაცდევინებთ ვერც ერთხელ ჩვენს შეხვედრებზე, მათ შორის, სხვადასხვა უცხოელთან, რადგან იციან, რომ რა მომენტშიც დაგმობენ ძალადობას, დაგმობენ საკუთარ ქმედებებს და იციან, რომ ამ მხრივ ჩიხში არიან მოქცეული ძალადობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან