ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - ასეთი კვლევები ადასტურებს, თუ რამდენად ცრუ და ყალბია ბრალდებები დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით - ამიტომ, ამ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ არა უბრალოდ გაიმარჯვებს, არამედ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყალბ და ცრუ აჟიოტაჟის მიღმა არაფერია, როდესაც საქართველოს მიმართ ისმის ცრუ ბრალდებები დემოკრატიის უკუსვლასთან თუ მსგავს თემებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ძალადობისგან თავისუფლების პროგრესის მაჩვენებელზე არსებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც ბოლო 11 წლის განმავლობაში დადებითია.
მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ, ამ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ არა უბრალოდ გაიმარჯვებს, არამედ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ყალბ და ცრუ აჟიოტაჟის მიღმა არაფერია, როდესაც საქართველოს მიმართ ისმის ცრუ ბრალდებები დემოკრატიის უკუსვლასთან თუ მსგავს თემებთან დაკავშირებით. სწორედ ასეთი კვლევები ადასტურებს, თუ რამდენად ცრუ და ყალბია ბრალდებები. ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად იცის და ამიტომაც არის, ამ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ არა უბრალოდ გაიმარჯვებს, არამედ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.