შალვა პაპუაშვილი – ანტიკორუფციული ბიუროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმების გადაწყვეტილება პიროვნებებს არ უკავშირდება – ეს არის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნების ნაბიჯი!

ანტიკორუფციული ბიუროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმების გადაწყვეტილება პიროვნებებს არ უკავშირდება – ეს არის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნების ნაბიჯი! სისტემიდან ამოვარდნილი გადაწყვეტილებების მიღება გარედან იყო თავსმოხვეული, – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პაპუაშვილმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ თავის დროზე ცალკე ინსტიტუტების შექმნა უცხოური ორგანიზაციების დაჟინებული რჩევა, მოთხოვნა და ზეწოლის შედეგი იყო.
“ეს იმ სამწუხარო პრაქტიკის ნაწილი იყო, რომელიც საქართველომ გამოიარა, როცა ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ მოწყობას გარედან გვკარნახობდნენ. დღეს ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებით დაკავებულია მთავრობა და ამაში ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა და აუდიტის სამსახური“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია