ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი ანა ნაცვლიშვილს - მონას ეძახით ადამიანს, არ გრცხვენიათ? - თქვენ საია-ში რა გინდოდათ, ან პოლიტიკაში რა გინდათ, ან სამართალთან გაგივლიათ?

თქვენ ან საია-ში რა გინდოდათ, ან პოლიტიკა რა გინდათ, ან სამართალთან გაგივლიათ?, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც უმრავლესობის წევრების მიმართ ტერმინი „მონები“ გამოიყენა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, სამარცხვინოა, როდესაც დეპუტატი ადამიანებს მონას ეძახის.
„სამარცხვინო განცხადებები. მონას ეძახით ადამიანს არ გრცხვენიათ საერთოდ? თქვენ ან საია-ში რა გინდოდათ, ან პოლიტიკაში რა გინდათ, ან სამართალთან გაგივლიათ? არც კი გრცხვენიათ ასეთ ტერმინების გამოყენება. აბსოლუტურად სამარცხვინო გამოსვლა იყო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ვინც სწორ მხარეს დგას, ისტორიაში ჩაიწერება, ხოლო „მონები“ მხოლოდ სტატისტიკაში ჩაეწერებიან.
„ყველა ტკივილი, ყველა მოქნეული ხელკეტი, დრო გავა და იქნება მტკიცებულება იმისა, რომ თქვენ, ამ გადამწყვეტ მომენტში სამშობლოს მხარე აირჩიეთ. თქვენ დარჩებით ისტორიაში. მონები კი ბევრი ყოფილან და საერთო სტატისტიკაში ჩაეწერებიან“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.