შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

ადგილობრივი თვითმმართველობის 12 კვირაში გაიმართება. მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილ წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 12 კვირაში გაიმართება.
„ევროპარლამენტმა, გუშინდელი რეზოლუცია, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას მიუთითებს, მონაწილეობა არ მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში, კომისარ მარტა კოსის მონაწილეობით და მისი მხრიდან, რეზოლუციის ავტორის, რასა იუკნევიჩიენეს მიმართ კომპლიმენტების ფონზე მიიღო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 12 კვირაში გაიმართება.
მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, ამჯერად, მისი ჩაშლის მიზნით, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების წართმევის მცდელობის ტოლფასია“, – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს- დაკავებულია 6 არასრულწლოვანი, რომელთაც თბილისში, სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს, ერთ-ერთი ბრალდებული კი მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონს თაღლითურად დაეუფლა