შალვა პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის არჩევნების გაშუქება მედიას სპეციალური აკრედიტაციით მოუწევს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქება მედიას სპეციალური აკრედიტაციით მოუწევს.

“ხვალ არ არის საპარლამენტო ღონისძიება, [პრეზიდენტის არჩევნები] იმართება პარლამენტის შენობაში. გამომდინარე აქედან, იქნება მედიისთვის სპეციალური რეჟიმი. არის ინტერესი, მათ შორის უცხოური მედიის მხრიდან, რომ დაესწროს ამ ღონისძიებას, ამიტომ ხვალ იქნება სპეციალური აკრედიტაციით მედიის დაშვება, ამიტომ ყველა მედიას, ვისაც აქვს ინტერესი, რომ დაესწროს ამ პროცესს, ვთხოვ, რომ ჰქონდეთ პარლამენტის აპარატთან კომუნიკაცია ხვალისთვის სპეციალური საშვების მისაღებად. […] არ იმოქმედებს წლიური კარედიტაცია, იქნება სპეციალური აკრედიტაცია” – თქვა პაპუაშვილმა.

ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ახალი წესით ჩატარდება – პრეზიდენტს 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელიც 300 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს