ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ინაუგურაციის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილი ორბელიანების სასახლიდან იმუშავებს

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ინაუგურაციის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილი ორბელიანების სასახლიდან იმუშავებს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ინაუგურაციის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილი ორბელიანების სასახლიდან იმუშავებს.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, სალომე „ზურაბიშვილმა დღეს უნდა დატოვოს ეს რეზიდენცია, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის და მისი პირადი ფუფუნების საგანი არ არის“.
„ეს შენობა სალომე ზურაბიშვილისთვის მემკვიდრეობით არავის გადაუცია, ქართველ ხალხს და მის პრეზიდენტს ეკუთვნის. დღეს, ფიცის დადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. დღეიდან ქალბატონმა სალომემ უნდა დატოვოს ეს რეზიდენცია, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის და მისი პირადი ფუფუნების საგანი არ არის. დარწმუნებული ვარ, ის ასეც მოიქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ ღია რჩევებს და სურვილებს სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების მხრიდან, რომ ამა თუ იმ შენობაში გამაგრდნენ. არასერიოზულია ამაზე საუბარი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.