შალვა ოგბაიძე – ევროკავშირისკენ სწრაფვა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას არ ნიშნავს, ეს წესებისა და რეგულაციების დანერგვისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულია

საცობებს შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება დავუპირისპიროთ. ევროკავშირისკენ სწრაფვა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას არ ნიშნავს, ეს წესებისა და რეგულაციების დანერგვისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე სატრანსპორტო რეფორმის შესახებ საუბრისას საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ განაცხადა.
„ვიცით, 90-იანი წლების შემდეგ როგორ ივსებოდა ჩვენი ქვეყნის ავტოპარკი. საქართველო ევროპული ავტობაზრის ე.წ. სანიტრად და ძველი ავტომობილების სასაფლაოდ იქცა. ამის შედეგებს ვიმკით დღეს“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
მისივე თქმით, ყოველივეს ემატებოდა გამონაბოლქვი და მასთან დაკავშირებული პრობლემები.
„ვმონაწილეობდი კანონმდებლობის ევოლუციაში, როდესაც აიკრძალა ეთილით, ბარბაროსული მეთოდით საწვავის ე.წ. გაკეთილშობილება და ოქტანური რიცხვის აწევა. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ ხდებოდა, თანდათან აიკრძალება ათ წელზე უფრო ასაკოვანი ავტომობილების ჩამოსვლა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს, რადგან გამონაბოლქვი არ არჩევს პოზიციას და ოპოზიციას და თანაბრად აზიანებს ყველას. გარემოს დაცვა უმნიშვნელოვანესი და ზეპარტიული საკითხია“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
საკრებულოს წევრის განცხადებით, ის პირადად იყო იმ კომისიის წევრი, რომელიც გზებზე ტექდათვალიერების სავალდებულო ინსპექტირების შემოღებას უჭერდა მხარს. ეს ევროკავშირის შესაბამისი იმ დირექტივების მოთხოვნის რეალიზება იყო, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ ხელი 2014 წელს მოაწერა.
„მომავალი წლიდან მეტროსადგურების ჩასასვლელების რეკონსტრუქცია მოხდება, რაც განტვირთავს იმ შეგუბებას, რომელიც დღეს იქ არსებობს. აღარაფერს ვამბობ 18-მეტრიან ავტობუსებზე. გარკვეული პერიოდი სჭირდება ათივე ბასლაინის შეკვრას და ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ სწორი მიმართულებით მიმდინარეობს“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ საკრებულოს სხდომაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!