არქივი23 ივნისი, 2026, 14:46
შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

"ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში. აი, ხელისუფლებაში მოსასვლელად კი მამამისმა საქართველოში სამოქალაქო ომი გააჩაღა, დაგვაკარგინა აფხაზეთი, შიდა ქართლი, ხოლო თვითონ ეს ბატონი ოფიციალურად შევა ისტორიაში როგორ პუტინისგან დანიშნული დიქტატორის ფეხის მბანელი" | წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და ირაკლი კობახიძის მიერ კირ სტარმერზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.