ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა ნათელაშვილი: გამოვდივარ წინადადებით, დაიკიდოს კალაძის პორტრეტი ლუვრში, მონა ლიზას თავზე

შალვა ნათელაშვილი: გამოვდივარ წინადადებით, დაიკიდოს კალაძის პორტრეტი ლუვრში, მონა ლიზას თავზე
"ლუვრში ლეონარდო და ვინჩის "მონა ლიზა" რომ დააზიანეს, დამნაშავეს ადმინისტრაციულ სახდელი დაადეს, აი კახა კალაძის ბანერზე წარწერისთვის კი ელენე ხოშტარიას ორ წლამდე ციხე მიუსაჯეს. გამოვდივარ წინადადებით, დაიკიდოს კალაძის პორტრეტი ლუვრში, მონა ლიზას თავზე". - წერს Facebook-ზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
ელენე ხოშტარიამ საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარერა "რუსული ოცნება". მას პროკურატურა "სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე" 570 ლარის ოდენობის ზიანს ედავებოდა.
პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.