არქივი30 დეკემბერი, 2024, 16:22
შალვა თადუმაძე ვახტანგ გომელაურის მოადგილედ

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა.
შალვა თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე.
2018-2019 წლებში შალვა თადუმაძეს საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა, ასევე, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.
შალვა თადუმაძე უკრაინისა და ლიეტუვის მიერ არის სანქცირებული. თავად ვახტანგ გომელაურიც, მათ შორის, ამ ქვეყნების მიერაცაა სანქცირებული.
.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.