ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე, „იმედზე“ გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელშიც განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, მოადგილესთან ერთად მონაწილეობდა, ოპოზიციის რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ჩაჩანიძის განცხადებით, ნაცებმა დებატის შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა, თითქოს, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვა.
,,გუშინ ტელეკომპანია „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატები დაიწყო. პირველი სტუმარი იყო განათლების მინისტრი გივი მიქანაძე მოადგილესთან ერთად. მათ საზოგადოების ყველა, მათ შორის მწვავე და კრიტიკულ კითხვებს უპასუხეს და 2 საათზე მეტი დროის განმავლობაში მიდიოდა ეს ჩაჭიდებული საუბარი.
რა ქნეს ამ დროს ნაცებმა? დებატის შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს და ხინჯი ვერ უპოვეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო. ეჰ, სიკო, სიკო, ასე სახელს ამართლებდე, მეორე არ მინახავს.” – წერს ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.