შავ ზღვაში ჩაიძირა თურქული სატვირთო გემი

თურქული სატვირთო გემი, რომელზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ჩაიძირა ქარიშხლის დროს – ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის შს მინისტრის განცხადებით, ეკიპაჟის წევრებთან კონტაქტი ვერ მყარდება, სამაშველო სამუშაოებს კი უამინდობა აფერხებს.
თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის, Kafkametler-ის, კაპიტანმა კვირა დილით განაცხადა, რომ მოდრეიფე გემი ერეგლისკენ მიემართებოდა, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ზონგულდაკის პროვინციაში. ამის შესახებ ადგილობრივმა გუბერნატორმა თქვა.
თურქეთის საზღვაო საქმეთა სააგენტომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მაშველებმა ერეგლის სანაპიროზე იპოვეს გემიდან გადმოვარდნილი ერთი მეზღვაურის ცხედარი.
ადგილზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემი იზმირის სანაპიროდან კვირას გავიდა და ტალღასაჭრელთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ