ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შავ ზღვაში გემს, რომელიც რუსული ნავთობით იყო დათვირთული, საზღვაო დრონი თავს დაესხა

თურქული კომპანიის მიერ ოპერირებული გემი Altura
თურქული კომპანიის მიერ ოპერირებულ ნავთობტანკერს, რომელმაც რუსეთიდან დატოვა პორტი, წყლის ზედაპირზე მოქმედმა უპილოტო მოწყობილობამ დაარტყა, რის შედეგადაც შავ ზღვაში, სტამბოლის ბოსფორის სრუტის მახლობლად, აფეთქება მოხდა.
"შემიძლია ვთქვა, რომ უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, რომელსაც თურქული კომპანია მართავდა და რომელმაც რუსეთიდან ნავთობი ჩაიტვირთა, შუაღამის შემდეგ ჩვენს საგანგებო ცენტრს აცნობა ძრავის განყოფილებაში აფეთქების შესახებ," - განაცხადა თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა.
"ვფიქრობთ, რომ მიზანში სწორედ ძრავის განყოფილება იყო ამოღებული. ასევე ვფიქრობთ, რომ შეტევა დრონით არ მომხდარა, არამედ წყლის ზედაპირზე მოქმედი უპილოტო მოწყობილობით," - განაგრძო მან.
მისი თქმით, გემის 27-ვე წევრი უსაფრთხოდაა. მან დაამატა, რომ გემ Altura-სთან სანაპირო დაცვა გაიგზავნა.
შეტევა მოხდა თურქეთის ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ.
მონაცემების მიხედვით, Altura რუსეთის ნოვოროსიისკის პორტიდან დაახლოებით 1 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი წამოიღო და თითქმის სრულად დატვირთული იყო
გემი სანქცირებულია ევროკავშირის და ბრიტანეთის მიერ.
Refinitiv-ის მონაცემებით, დაზარალებული გემის რეგისტრირებული მფლობელია ჩინეთში დაფუძნებული კომპანია Sea Grace Shipping Ltd, ხოლო ოპერატორია თურქული კომპანია Pergamon Denizcilik.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.