“შავ ზღვას რუსული ობიექტებისგან ეტაპობრივად გავწმენდთ“ – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალებს რუსული დიდი სადესანტო ხომალდის ცეზარ კუნიკოვის განადგურების შედეგად “რუსეთის ტერორისტული ობიექტებისგან შავი ზღვის გაწმენდის” პროცესში შეტანილი წვლილისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ 14 თებერვალს ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
“მადლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მადლობა მთავარი დაზვერვის სამმართველოს ჯარისკაცებს – მე-9 დეპარტამენტის მე-13 ჯგუფს! დღეს ჩვენ შავ ზღვაში უსაფრთხოების დონე გავზარდეთ და მეტი მოტივაცია მივეცით ჩვენს ხალხს. ეს მნიშვნელოვანია. ეტაპობრივად გავწმენდთ შავ ზღვას რუსული ტერორისტული ობიექტებისგან”. – თქვა ზელენსკიმ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.