ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერთასის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა

რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში "შავმა ლომმა" "თელ ავივ ჰითი" 27:17 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა.
ქართულმა გუნდმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყო და პირველი ტაიმი "შავი ლომის" გამარჯვებით, 24:7 დასრულდა.
მეორე ტაიმში "ჰითი" გააქტიურდა და მეტოქესთან ჩამორჩენა შეამცირეს, თუმცა, საბედნიეროდ, ეს მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, ლევან მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა გასულ წელს ამავე ტურნირის ფინალში "თელ-ავივ ჰითი" ანგარიშით 29:17 დაამარცხა.
ფოტო: ირაკლი ტყემალაძე

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.