ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"შავი ლომი" | მესამედ ლისაბონში

"შავი ლომი" | მესამედ ლისაბონში

"შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერთასის ტიტულის დაცვას 21 სექტემბერს პორტუგალიაში, ლისაბონში განაგრძობს.
პორტუგალიური ფრენჩაიზის, "ლუზიტანუშისა" და "შავი ლომის" შეხვედრა Estadio CAR Jamor-ზე, რომელიც 37 593 მაყურებელს იტევს, საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება.
წლევანდელ სეზონში გუნდებმა უკვე გამართეს თითო შეხვედრა და ორივემ ესპანური "იბერიანსი" ბონუსით დაამარცხეს. "ლუზიტანუშმა" მეტოქეს ლისაბონში 36:18 მოუგო, ხოლო "შავმა ლომმა" ესპანეთში 54:3 გაიმარჯვა. ამრიგად, 21 სექტემბერს გამარჯვებული პირველი წრის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
გასული 3 წლის განმავლობაში ‘შავ ლომს’ პორტუგალიელებთან ორჯერ მოუწია თამაში. სუპერთასის პირველ სეზონში, 2022
წლის 7 მაისს გუნდები ერთმანეთს ფინალში, ლისაბონში შეხვდნენ. დაძაბულ მატჩში "შავმა ლომმა" "ლუზიტანუში" 17:14 დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა.
პორტუგალიელებს შარშანაც ლისაბონში ვეთამაშეთ, ამჯერად ჯგუფურ ეტაპზე და 11 ნოემბერს 22:0 დავამარცხეთ.
21 სექტემბრის შემდეგ "შავ ლომს" რაგბი ევროპის სუპერთასზე კიდევ ორი საშინაო შეხვედრა ელის. 28 სექტემბერს თბილისში "იბერიანს"’, ხოლო 12 ოქტომბერს "ლუზიტანუში" ეწვევა.
Rugby.ge

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.