ხვალ, 12 სექტემბერს, ‘შავი ლომი’ პიერ-ანრი ბრონკანის ხელმძღვანელობით სადებიუტო თამაშს გამართავს. „ავჭალაზე“ ის გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის (URC) იტალიურ ფრენჩაიზს, ‘ბენეტონს’ შეერკინება. მატჩი 20 საათზე დაიწყება.
რადგან თამაში მოსამზადებელი ხასიათისაა, ორივე გუნდი გაფართოებული შემადგენლობით ითამაშებს და არა კლასიკური 23-კაციანი განაცხადით. ‘შავ ლომს’ მარქაფაში 17 მოთამაშე ყავს. მთლიანობაში, 32-კაციან განაცხადში მრავლად არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც გუნდში დებიუტი ექნებათ.
მათგან ორი ლეგიონერია. მაიკლ ქარი თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს, ლეავასა პოტუ კი მარქაფაშია. კიდევ ერთმა პოტენციურმა დებიუტანტმა ჯეიმს ამაანიმ გუნდი დატოვა და ის ‘შავ ლომში’ არ ითამაშებს.
ჩვენი გუნდისთვის, რომელიც ჩელენჯ თასის 2026/27 წლების გათამაშებისთვის ემზადება, ეს პირველი თამაშია. მომავალ კვირაში ‘შავი ლომი’ ინგლისში ჩავა და 18 სექტემბერს ინგლისის პრემიერშიფის ჩემპიონ ‘ნორთჰემპტონს’ შეხვდება, შინ დაბრუნების შემდეგ კი, სამხრეთ აფრიკულ გუნდებთან, “ტოიოტა ჩელენჯის” ფარგლებში სამ თამაშს გამართავს.
თბილისში ჩამოსვლამდე ‘ბენეტონმა’ უკვე მოასწრო ერთი საკონტროლი თამაშის ჩატარება და იტალიურ ‘ძებრეს’ დაუზავდა – 21:21.
შეგახსენებთ, ‘შავმა ლომმა’ ‘ბენეტონთან’ ამხანაგური თამაში შარშანაც გამართა და იტალიაში მასპინძლებმა 22:15 იმარჯვეს.
ამხანაგური მატჩი
თბილისი. „ავჭალა“. 20:00 საათი
შავი ლომი (საქართველო) – ბენეტონ ტრევიზო (იტალია)
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. გიორგი კვესელაძე (კაპ.), 11. რომა მახათაძე, 10. დავით იმნაძე, 9. გიორგი სპანდერაშვილი;
შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი, 2. ვახტანგ ჯინჭარაძე, 3. გიორგი ქიმუცაძე, 4. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 5. დემურ ეფრემიძე, 6. მაიკლ ქარი, 7. ლაშა ციხისთავი, 8. ოთარ გიორგაძე.
მარქაფა: დავით აბდუშელიშვილი, ბაჩუკი ბარათაშვილი, შოთა ხელაძე, ირაკლი ქვათაძე, ნიკოლოზ ნარმანია, ნიკოლოზ ხატიაშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, დავით არველაძე, ლეავასა პოტუ, გიორგი ცუცქირიძე, გიორგი სინაურიძე; თემურ ძოძუაშვილი, მათე მახარაძე, დემეტრე დევდარიანი, დათა ახვლედიანი, ვაჟა მიქაძე, ოთარ მეტრეველი.
Rugby.ge