ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა ევროკავშირის ურთიერთინტერესის პროექტის(PMI) სტატუსი მიიღო

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა ევროკავშირის ურთიერთინტერესის პროექტის(PMI) სტატუსი მიიღო

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა(BSSC) ევროკავშირის ურთიერთინტერესის პროექტის(Project of Mutual Interest ( PMI)) სტატუსი მიიღო,- ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა ავრცელებს.

,,დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით ვულოცავ ყველა ენერგეტიკოს, ქართულმა პროექტმა  და იდეამ: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტმა დღეს  მიიღო ევროკავშირის ურთიერთ ინტერესის პროექტის (Project of Mutual Interest (PMI)) სტატუსი",- წერს მირცხულავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრონულ კაბელის პროექტი PCI/PMI-ის სტატუსის მოლოდინში ამ დრომდე იყო.

2026 წელს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე 25 მილიონის დახარჯვა იგეგმება, როგორც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევებისთვის.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.