არქივი9 აგვისტო, 2024, 09:52
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ქართულენოვანმა და ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამებმა აკრედიტაცია მიიღო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ფსიქოლოგიის ქართულენოვანმა და ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამებმა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სრული აკრედიტაცია მიიღო.
მათივე ცნობით, ფსიქოლოგიის პროგრამებზე პირველკურსელებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024 წლის სექტემბერში მიიღებს.
ცნობარში ქართულენოვანი პროგრამის კოდია: 0640122; ხოლო, ინგლისურენოვანი პროგრამის კოდი - 0640123
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.