შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 19 დეკემბრამდე სასწავლო პროცესი შეაჩერა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 12-დან 18 დეკემბრის ჩათვლით სასწავლო პროცესი შეაჩერა. ადმინისტრაციამ ინფორმაცია სტუდენტებს მეილით გაუგზავნა
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ განიხილა სტუდენტთა მოთხოვნა და სასწავლო პროცესი შეაჩერა 12 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით. სასწავლო პროცესი განახლდება 19 დეკემბერს. ამასთან, გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას,” – წერია შეტყობინებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, კობახიძე იძულებული გახდა, თავისი გადაწყვეტილებით უნივერსიტეტებში ჩარიცხოს ის 1795 აბიტურიენტი, ვინც ეროვნულ გამოცდებზე გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი