ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შავი ზღვის თავზე, შესაძლოა, ჩამოგდებულ იქნა რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავი

შავი ზღვის თავზე, სავარაუდოდ, ჩამოაგდეს რუსეთის A-50-ის ტიპის მეორე სადაზვერვო თვითმფრინავი. ამის შესახებ ტელეგრამით წერს რუსეთის არმიის მომხრე ბლოგერი, ვლადიმირ რომანოვი, მისი თქმით, თვითმფრინავი ჩამოაგდო მარიუპოლის რაიონიდან ნასროლმა რაკეტამ. რომანოვის ინფორმაცია სხვა წყაროებით ჯერჯერობით არ დასტურდება. უკრაინას ან ცნობაზე განცხადება არ გაუკეთებია.
მეორე ვერსიით, А-50 კრასნოდარის მხარის თავზე ჩამოაგდეს.
უკრაინის გამოცემა Liga.net-ი "უსაფრთხოების და თავდაცვის ძალების" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ A-50 ჩამოგდებულ იქნა "დაზვერვის მთავარი სამმართველოს და საჰაერო ძალების ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში".
წინა შემთხვევისას A-50 – გრძელი რადიოლოკაციური შეიარაღების თვითმფრინავი, რომელიც რუსეთს არსენალში 10-ზე ნაკლები რაოდენობით დარჩა - ჩამოაგდეს შავი ზღვის თავზე, ბერდიანსკის რაიონში, 14 იანვარს. რუსეთს მაშინ თვითმფრინავის დაკარგვა არ უღიარებია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.