შავით თეთრზე ამბობენ, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ – “წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის” შეფასებაზე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, “წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის” შეფასებაში წერია, რომ კლინიკა “ვივამედში”, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მჩაგვრელ და დამამცირებელ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
მისი განცხადებით, “წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი” ამაზე მეტს დოკუმენტში, უბრალოდ, ვერ დაწერდა.
“შავით თეთრზე ამბობენ, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამაზე მეტს ევროპული წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, უბრალოდ, ვერ დაწერს დოკუმენტში, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები გათანაბრებულია დაჩაგვრასთან და დამცირებასთან. მეტიც, ისინი ამბობენ, რომ “ვივამედის” ექიმები არ იღებენ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
“გირჩის” წევრის ვახო მეგრელიშვილის განცხადებით, ის მოხარულია, რომ მიხეილ სააკაშვილს კარგი საცხოვრებელი პირობები აქვს კლინიკაში და ინფორმაციასთან წვდომაც არ აქვს შეზღუდული.
“გამიხარდა ის, რომ მიხეილ სააკაშვილს კარგად უვლიან. შიგნით ყველანაირი საცხოვრებელი პირობები და ინფორმაციასთან წვდომა გადასარევად ჰქონია. გარეგნულადაც ეტყობა, რომ ჭამის პრობლემაც არ იქნება. მაგრამ, რომ დავფიქრდი, რატომაც არა – მზის შუქზე გასეირნება შეიძლება ადამიანის უფლება იყოს. ამის გამო, კლინიკა “ვივამედს” შეიძლება რამე სპეციალური ეზოს განთავსება მოუწიოს სახურავზე, რომ მსგავსი ფუნქციები მომავალში უკეთესად შეასრულოს”, – განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს“