ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შაბათს "გაზპრომი" ავსტრიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს

შაბათს "გაზპრომი" ავსტრიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს

შაბათიდან, 16 ნოემბრიდან რუსული სახელმწიფო კომპანია "გაზპრომი" ავსტრიისთვის გაზის მიწოდებას აჩერებს. ამის შესახებ რუსულმა კომპანიამ ავსტრიის ნავთობისა და გაზის მარეგულირებელ OMV-ს აცნობა.
Reuters-ის ინფორმაციით, "გაზპრომსა" და ავსტრიელ მომხმარებლებს შორის განხეთქილება უკვე დიდი ხანია მწიფდება. ავსტრია რუსულ გაზს "ჩრდილოეთ ნაკადის" გაზსადენის მეშვეობით იღებდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გაზის მიწოდებაში შეფერხებებმა იჩინა თავი. კომპანია OMV-მ "გაზპრომის" წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა საერთაშორისო არბიტრაჟში განსახილველად და 243 მილიონ ევროზე მეტი ზიანის კომპენსაციას მიაღწია. გარდა ამისა, ავსტრიის გაზის ქსელის ოპერატორებსა და "გაზპრომს შორის ხელშეკრულება 2024 წლის სექტემბერში დასრულდა.
კომპანია OMV-მ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან შეწყვიტონ რუსული გაზის იმპორტი და შეუძლიათ შეცვალონ იგი იტალიიდან, გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან, ასევე სხვა მომწოდებლებისგან შეძენილი ბუნებრივი აირით.

· ავსტრია ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის ერთ-ერთია, რომელიც კვლავაც რუსულ გაზზეა დამოკიდებული. ავსტრიას რუსეთის ბუნებრივი აირი მიეწოდება გაზსადენების მეშვეობით, მათ შორის უკრაინის ტერიტორიის გავლით. კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ არსებული კონტრაქტების ამოწურვის შემდეგ, "გაზპრომთან" ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.