ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შაბათის ფორმულა: სიღნაღში, ჩხარტიშვილის სასტუმროში პუტინის მეგობრები იმყოფებიან

შაბათის ფორმულა: სიღნაღში, ჩხარტიშვილის სასტუმროში პუტინის მეგობრები იმყოფებიან

პუტინის მეგობრების წვეულება კახეთში - შაბათის ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, სიღნაღში, ვანო ჩხარტიშვილის სასტუმროში პუტინის მეგობარი, სანქცირებული რუსი ოლიგარქი, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი, ვლადიმერ იაკუნინი და მისი შვილი, ანდრეი იაკუნინი იმყოფებიან.

სასტუმროში ანდრეი იაკუნინის დაბადების დღეს აღნიშნავენ. მას 200-მდე ადამიანი ესწრება.

ვლადიმერ იაკუნინი პუტინის ომის მხარდაჭერისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული პირია, მისი ვაჟი კი 47 წლის ანდრეი იაკუნინი 2022 წელს ჩრდილოეთ ნორვეგიაში დააკავეს, როდესაც ის დრონით სამხედრო ობიექტებს იღებდა. სანქცირებული რუსი ბიზნესმენები შაბათის ფორმულამ ექსკლუზიურად გადაიღო.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.