სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. გვამებს გახრწნის კვალის აღენიშნებოდა, რის გამოც დასაფლავების გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღეს.
როგორც მეზობლები “პირველებს” უყვებიან, დების გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, კვებითი ინტოქსიკაცია გახდა. მათი თქმით, როგავები სოკოთი მოიწამლნენ.
მეზობლების თქმით, დებტან კონტაქტი ბოლოს 14 აგვისტოს ჰქონდათ.
ისინი ალბათ მოიწამლნენ საკვებით. ხოდა, მერე ერთმანეთს, ახლა მოვრჩებით, უკეთესად ვიქნებითო და გაუძლიერდათ, მოხვდა ალბათ ორგანიზმში ინფექცია და მოხდა ასეთი ტრაგედია. წუხელის იპოვეს, 7 დღის არისო, ექსპერტმა ასე თქვა, – ამბობს ადგილობრივი.
დავუშვათ, სოკომ მოწამლა. ისე, რომ ვერ დარეკეს, ყველას ერთად როგორ დაემართა ეს? იქ მოსახლეობაც არ არის მაინც და მაინც მჭიდრო და იმიტომ, არ შეაწუხა ალბათ ხალხი სუნმა, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ყულიშკარში, საკუთარ სახლში სამი და გარდაცვლილი ნახეს.




