ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტს „საქართველოს განვითარების ფონდი“ $7.7 მილიონით დააფინანსებს

ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტს „საქართველოს განვითარების ფონდი“ $7.7 მილიონით დააფინანსებს

საქართველოს მთავრობის 18 დეკემბრის განკარგულებით, სახელმწიფოს კუთვნილ „საქართველოს განვითარების ფონდს“ „ბლექ სი პეტროლიუმის“ ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნისთვის გამოყოფილი საკრედიტო დაფინანსების 8.2 მილიონ დოლარამდე გაზრდა დაევალა.
განკარგულების თანახმად, დაფინანსების ლიმიტი არის 5.2 მლნ დოლარი და 2.5 მლნ დოლარის ექვივალენტი ლარი.
ცნობისთვის, ტერიტორია, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას აშენებენ, „ბლექ სი პეტროლიუმის“ საკუთრებაშია, მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები და მიწა, რომელზეც მილსადენი გადის, სახელმწიფოს მიერ „ბლექ სი პეტროლიუმზე“ აღნაგობისა და სარგებლობის უფლებით 44-49 წლის ვადით არის გადაცემული.
საჯარო რეესტრის მონაცემებით კი ის ადგილი, სადაც ქარხნისთვის რკინიგზა უნდა გაიყვანონ, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებშია და „ბლექ სი პეტროლიუმზე“ „მურყანის სახეობის ხე-ტყის ჭრის ნებართვით – განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით განსაზღვრული ვადის [5 წლის] გასვლის შემდეგ – 44 წლამდე ვადითაა გადაცემული სარგებლობაში“.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.