არქივი18 ოქტომბერი, 2024, 18:53
“ყოჩაღ მარიამს, ასე უნდა “დავაჩმოროთ” ეს კრიმინალები ყველგან” – ვის მიმართავს სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მარიამ დოლიძის ინტერვიუს ეხმიანება და წერს:
ყოჩაღ ჩვენი აქტივისტი მარიამ დოლიძე, როგორ მაგრად დაუდგა ისნის მე-5 უბანში ივანიშვილის შეიარაღებულ ძველ ბიჭებს, ასე უნდა “დავაჩმოროთ” ეს კრიმინალები ყველგან.
ასევე დიდი მადლობა ქართველ მეზღვაურებს, როდესაც ერთად გამოუცხადეს პროტესტი ივანიშვილის რეჟიმს. ჩვენ თავის დროზე მივაღწიეთ რა ჩვენი მეზღვაურების დიპლომების აღიარებას, გამოვიყვანეთ ისინი საერთაშორისო შავი სიიდან, სადაც შევარდნაძის დროს მოხვდნენ, ასევე ჩვენი მეზღვაურთა ჯგუფი დავიხსენით სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.