ყოფილმა მოდელმა Guns N’ Roses-ის სოლისტი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა

ყოფილმა მოდელმა შეილა კენედიმ ჯგუფ Guns N’ Roses-ის სოლისტი ექსლ როუზი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. 61 წლის ქალის განცხადებით, ექსლ როუზმა 1989 წელს მასზე ერთ-ერთი სასტუმროში იძალადა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
შეილა კენედის განცხადებით, ის როუზს ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში შეხვდა, შემდეგ კი მუსიკოსთან და მეგობრებთან ერთად სასტუმროში წავიდა, სადაც ექსლ როუზმა მათ შამპანური და ნარკოტიკები შესთავაზა. მუსიკოსმა 26 წლის შეილა კენედი და კიდევ ერთი ქალი სხვა ოთახში გაიყვანა და ჯგუფური სექსი შესთავაზა. ამის შემდეგ მოდელმა ყვირილი დაიწყო და ნომერი დატოვა, თუმცა ექსლ როუზი მას სასტუმროს დერეფანში დაეწია, იატაკზე დააგდო, შემდეგ კი ნომერში შეათრია.
შეილა კენედის თქმით, ამის შემდეგ ექსლ როუზმა ის საწოლზე დააგდო, ხელები შეუკრა და გააუპატიურა. ქალი ამბობს, რომ წინააღმდეგობა არ გაუწევია, ვინაიდან ეშინოდა, რომ ექსლ როუზი უფრო სერიოზულ დაზიანებებს მიაყენებდა.
ყოფილი მოდელის განცხადებით, მომხდარის გამო მას პოსტტრამვული სტრესული აშლილობა და დეპრესია ჰქონდა.
Guns N’ Roses-ის სოლისტის ადვოკატის, ალან გუტმანის განცხადებით, მუსიკოსი ბრალდებებს უარყოფს.
„მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. აქლს როუზი შეილა კენედისთან შეხვედრას საერთოდ ვერ იხსენებს“, – აცხადებს ადვოკატი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

ბექა ოდიშარია – მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენი მყარი პარტნიორები და საქართველოს ჭეშმარიტი მეგობრები ასეთ ნაბიჯებს არ გადადგამენ და სანქციები კვლავ დარჩება სალომე სამადაშვილის და მისნაირი პოლიტიკოსების ზმანებად