ყოფილი ცოლის დაჭრასა და მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა – ის დანაშაულს აღიარებს

ყოფილი ცოლის დაჭრასა და მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს, თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
43 წლის ზურაბ ზურაშვილის საქმე მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძემ განიხილა.
სხდომაზე პროკურორი განმარტავდა, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაული ჩადენის, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე ადვოკატი მინარი მურღვაშვილი სხდომაზე 20 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა.
თავად ბრალდებულმა, პროცესზე აღიარა დანაშაული და მოტივზე ისაუბრა.
მკვლელობა 29 ოქტომბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში მოხდა. კაცმა ყოფილ ცოლსა მის მეგობარ მამაკაცს სანადირო თოფიდან ესროლა. 47 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, 41 წლის ქალი კი საავადმყოფოშია მოთავსებული. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
წინა სასამართლო სხდომა 23 დეკემბერს ჩაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა