ყოფილი ცოლის ბინაში ფარულად დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა – დაკავებულია 1 პირი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილ ცოლს უკანონოდ უსმენდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წ-ს დაბადებულმა, ქ. თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში – მისაღებსა და საძინებელში, ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობები, რომლებშიც განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონო მიყურადებას ახორციელებდა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იქნა დაკავებული.
დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.