ყოფილი პროკურორის პირველი კომენტარი სანქციებზე

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული უკვე ყოფილი პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილი პირველი კომენტარი სანქციებზე:
“უსამართლო გადაწყვეტილებასთან მიმართებაში არანაირი უხერხულობის გრძნობა არ გამაჩნია”, – განაცხადა მან.
გიორგი გაბიტაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული, მისი ოჯახის წევრები კი სანქციების პორტალმა როგორც მაღალი რისკის მქონე პირების სპეც სიაში ჩასვა.
გიორგი გაბიტაშვილის დასანქცირების შემდეგ, პორტალმა “ოფენ სანქშენმა” დაარეგისტრირა მისი ახლო გარემოცვის წევრები, ვინც შეიძლება სანქციებისგან გვერდის ასავლელად გამოიყენოს. ამიტომ გიორგი გაბიტაშვილის ცოლიც და დედაც “ოფენ სანქშენის” პორტალზე მოხვდნენ.
პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს, გუშინ თეა წულუკიანმა დაადასტურა, რომ იზოლაციაში მოექცნენ არა მხოლოდ “ოცნების” წარმომადგენლები, არამედ გადაადგილების შეზღუდვა დაუწესდათ იმ პირებსაც, ვინც სანქციებულების ოჯახის წვერები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ პატარაძე: განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში

მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ – არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ, არც იმას, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო, ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ