ყოფილი მინისტრის დაკავება არის თავისთავად ძალიან სამწუხარო, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური კორუფციის მიმართ

ყოფილი მინისტრის დაკავება არის თავისთავად ძალიან სამწუხარო, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური კორუფციის მიმართ
“კორუფციასთან ბრძოლა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი გუნდისთვის. თვითონ ეს ფაქტი, ყოფილი მინისტრის დაკავება არის თავისთავად ძალიან სამწუხარო, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური კორუფციის მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რაც არაერთხელ გავახმოვანე, მათ შორის, როდესაც პარლამენტში ვაბარებდი ანგარიშს საზოგადოებას და პარლამენტის წევრებს – ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.
უამრავი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს სისტემა, მათ შორის, რამდენიმე დღის წინ საუბარი მქონდა იმაზე, რომ წლის ჭრილში 700 მლნ ლარი დაიზოგა მარტო სახელმწიფო საწარმოებში. ეს არის ენერგეტიკის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საწარმოები, განსაკუთრებით ელექტროსისტემა, „საქრუსენერგო“, სხვა საწარმოები, ეს არის საქართველოს რკინიგზა და სხვა სფეროებში მოქმედი სახელმწიფო საწარმოები. ჩვენ საკადრო ცვლილებებიც განვახორციელეთ, ასევე ინსტიტუციური ცვლილებები. წარსულში როგორც კეთდებოდა საქმე, ისე რომ გაკეთებულიყო, 700 მლნ ლარით მეტი დაუჯდებოდა ეს სახელმწიფოს.
დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი დანაზოგია. ეს ფაქტებიც აჩვენებს იმას, რომ ზოგადად, ვზრუნავთ სისტემის გაჯანსაღებაზე და მეორე, წარსულში რაც მოხდა, დანაშაულები, ამის გამოვლენაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ამ ყველაფერმა იქონიოს პრევენციული ეფექტი. როდესაც ჩნდება დაუსჯელობის სინდრომი, ბუნებრივია, ცდუნება იზრდება კორუფციასთან მიმართებით, ზოგადად, ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებით ასეა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ეფექტური ზომების მიღება იმისათვის, რომ პრევენციაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით