ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მასშტაბური მშენებლობის პროექტს ოპოზიცია და ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა ლიდერებმა პარტია „ლელოდან" საბა ბუაძემ, ვატო სურგულაძემ და პარტია „ახალის" წარმომადგენელმა ანა გოგოლაძემ დღეს იპოდრომზე საგანგებო ბრიფინგი გამართეს და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იპოდრომზე დაგეგმილი მასშტაბური მშენებლობის დაწყება გააპროტესტეს.
იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებლობის გეგმარებით პროექტს თბილისის საკრებულო დღეს ამტკიცებს.
ოპოზიციურ პარტიათა ლიდერების განცხადებით, დღეს თბილისის საკრებულო ამტკიცებს მორიგ ვანდალურ პროექტს რომელიც დედაქალაქის უკანასკნელ მწვანე სივრცეს გაანადგურებს. საბა ბუაძის თქმით, ივანიშვილი, კალაძე და ფხაკაძე იპოდრომის ტერიტორიაზე მასშტაბური მშენებლობის დაწყებით თბილისის ურბანულ გენოციდს ახორციელებენ, რაც დაუშვებელია და ამ საკითხის ირგვლივ აუცილებელია საზოგადოების გაერთიანება.
ოპოზიციური პარტიები მოსახლეობასთან ერთად მოითხოვენ დაუყოვნებლივ შეჩერდეს პროექტი და სრულად გადაიხედოს ტერიტორიის განვითარების წინადადება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.