ყოფილი თანამოაზრეები „ოცნების“ ლიდერებს არასამთავრობოებში საქმიანობას ახსენებენ (ვიდეო)

სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ფოტო და არქივის მასალა, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერების წარსულ საქმიანობას ეხება. საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების ნაწილი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა.

მომხმარებლები განსაკუთრებით იხსენებენ ირაკლი კობახიძის საქმიანობას იმ წლებში, როდესაც იგი მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაციების ფარგლებში იურიდიული დოკუმენტებისა და დასკვნების მომზადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომლობდა როგორც ბიძინა ივანიშვილისა და გია ხუხაშვილის მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ისე საერთაშორისო სტრუქტურებთან, მათ შორის USAID-თან, UNDP-თან და ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოსთან.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული შეფასებების მიხედვით, ერთადერთი არ არის – ივანიშვილის პარტიაში დღესაც არაერთი ლიდერია, რომელსაც წარსულში მესამე სექტორთან მჭიდრო პროფესიული კავშირი ჰქონდა.

აღნიშნული მასალების გააქტიურება ემთხვევა “ოცნების” ხელისუფლების მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უცხოურ დაფინანსებას ეხება და ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანია.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ